უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.
კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.
ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
47 წლის კახა გოგოლი აფხაზეთიდან დევნილი იყო და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.





