უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ბერდია ჯოხაძე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მებრძოლი ხერსონში, რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
ის უკრაინულ ლეგიონში მსახურობდა და ომში პირველივე დღიდან იბრძოდა.
ოჯახის ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძის ცხედარს საქართველოში 19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე ჩამოასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში, 12:00-დან – 20:00 საათამდე გაიმართება.
24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს