უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა თილიძე დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა თილიძე დაიღუპა.
ინფორმაციას მებრძოლის ოჯახის წევრი და სხვა მებრძოლებიც ავრცელებენ.
კახა თილიძე საბრძოლო დავალების დროს მძიმედ დაიჭრა და დღეს, მისი დაბადების დღეზე გარდაიცვალა.
“წინა ხაზზე შევიდა მნიშვნელოვან დავალებაზე, ჩემი გმირი ბიჭი, მძიმედ დაიჭრა, ვერ უშველეს, ვერ უშველეს და მის დაბადების დღეზე წავიდა”, – სოციალურ ქსელში წერს მაგდა ფორჩხიძე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს