უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს
უკრაინა
05.06.2022 / 20:07


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს. საუბარია გენერალ-მაიორ რომან კუტუზოვზე, რომელიც არტემოვსკი-ლისიჩანსკის გზატკეცილის მახლობლად ბრძოლების დროს დაიღუპა.
სამგლოვიარო პოსტებში პროპაგანდისტები წერენ, რომ „ის წავიდა როგორც ჯარისკაცი, როგორც მეომარი”.
მაისის დასაწყისში აშშ-ის დაზვერვამ უკრაინაში 8-10 დაღუპული რუსი გენერლის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა. 24 მაისს ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი, რომელიც საბრძოლო მისიას სუ-25-ით ასრულებდა.
თაგები:
უკრაინა