Logo

უკრაინაში კორონავირუსი 2 030 ადამიანს დაუდასტურდა, 61 გარდაიცვალა, 5 131 გამოჯანმრთელდა

საზოგადოება
01.02.2021 / 09:53
1502
Frontnews image description

უკრაინაში 24 საათში კორონავირუსის 2 030 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი გასული წლის 27 აგვისტოს შემდეგ, როდესაც კოვიდ-19-ის 1974 შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცმებით, ინფიცირებულთა შორის 71 ბავშვი და 65 მედიკოსია. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 61 ადამიანი გარდაიცვალა, 5 131 გამოჯანმრთელდა, 1 103 კლინიკებში გადაიყვანეს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 1 221 485 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა – 1 023 915, გარდაიცვალა – 22 768, ამ დრომდე აქტიური რჩება – 197 570. 

თაგები:

Advertisement