უკრაინაში მებრძოლი უცხოელი მოხალისეების, მათ შორის ქართველების წინააღმდეგ რუსეთში საქმე აღძრეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთში სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყეს იმ უცხოელი მოხალისეების, მათ შორის ქართველების მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა.
“გამოძიება დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ნიდერლანდების და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს. კიდევ ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ რუსი სამხედროების სიცოცხლეზე ხელყოფის ფაქტზე, ასევე ექვსი სისხლის სამართლის საქმე რუსი სამხედროების ბულინგის ფაქტებზე”, – განაცხადა ბასტრიკინმა.
მისი მტკიცებით, “არსებობს უკრაინის ტერიტორიაზე დაქირავებულთა მონაწილეობის ფაქტები დანაშაულებრივ ქმედებებში”.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს