უკრაინაში Mirage-2000 ჩამოვარდა - პილოტმა კატაპულტირება მოახერხა

ავტორი
Front News საქართველო
Mirage-2000, რომელიც უკრაინამ საფრანგეთისგან მიიღო, ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
გამანადგურებლის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
"ამის შემდეგ პილოტმა კომპეტენტურად იმოქმედა - მან კატაპულტირება წარმატებით მოახდინა. სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა უკვე იპოვა პილოტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტის შედეგად, ადგილზე არავინ დაშავებულა", - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
საჰაერო ძალები განმარტავს, რომ ავარიის მიზეზების დასადგენად უკვე შექმნილია სპეციალური კომისია.
თაგები:
Mirage-2000




