Logo

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 430 ბავშვი დაიღუპა, 248 დაკარგულად ითვლება

უკრაინა
901
Frontnews image description

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის მონაცემებით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე 248 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ნაპოვნია 7 049.

 

“30 ოქტომბრის მონაცემებით, გაუჩინარებულია 248 ბავშვი, 9 441 – დეპორტირებული, დაბრუნდა 96, ნაპოვნია – 7 049”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

პროკურატურის მონაცემებით, დღემდე რუსულ აგრესიას 430 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია – 823.

 

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, ვინაიდან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

 

“ყველაზე მეტი დაზარალდნენ დონეცკის რეგიონში – 420, ხარკოვში – 260, კიევში – 116, მიკოლაევში – 77, ზაპოროჟიეში – 70, ჩერნიგოვში – 68, ლუგანსკში – 64, ხერსონში – 58, დნეპროპეტროვსკში – 31.

 

რუსების დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 2688 სასწავლო დაწესებულება, აქედან 331 მთლიანად განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურის ოფისში.

თაგები:

ბავშვები
Advertisement