“უკრაინაში ყველაფერს უკეთებენ, მაგრამ აქ გაჩერება შედეგს ვერ გამოიღებს, აუცილებელია ამ ბიჭის გაყვანა ევროპაში, სადაც სრულიად ჩაუტარებენ რეაბილიტაციას”

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მამა ნექტარიოს მჭედლიძე უკრაინაში ოკუპანტ ქვეყანასთან ბრძოლაში დაშავებული ქართველი ჯარისკაცის დახმარებას და ევროპულ ქვეყანაში რეაბილიტაციისთვის გადაყვანაზე დახმარებას ითხოვს.
მამა ნექტარიოს მჭედლიძის თქმით, ქართველი ჯარისკაცის მდგომარეობა უმძიმესია.
მისივე თქმით, ჯარისკაცის დედა საქართველოშია და ის მიმართავს საზოგადოებას, რომ როგორმე დაშავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი უკრაინაში ჩასვლაში დაეხმარონ.
“ჩემს ქალაქში გადმოიყვანეს ქართველი ჯარისკაცი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც სამი თვის განმავლობაში ყოფილა კომაში, კომიდან გამოვიდა და ახლა გადის რეაბილიტაციას. უკრაინაში ამოწურულია, ყველაფერს უკეთებენ, მაგრამ ამ ადამიანის აქ ყოფნა და გაჩერება იმ შედეგს ვერ გამოიღებს რეაბილიტაციისთვის. პარალიზებული აქვს ორივე ხელი, ფეხები, ვერ ხედავს – პუტინის იმ სისასტიკის, იმ ჯოჯოხეთის შედეგია, რაც სპარტაკს სჭირს, ის აფეთქდა ერთ-ერთ ცხელ წერტილში, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები.
სპარტაკს დედა ჰყავს საქართველოში, რომელსაც სურს ჩამოსვლა, არ აქვს ფინანსური მდგომარეობა, რომ ჩამოვიდეს შვილთან. სამი დღეა, მირეკავს დედამისი ტირილით და ითხოვს, რომ შვილთან ჩამოვიდეს. აუცილებელია ამ ბიჭის გაყვანა უკრაინიდან და გავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც სრულიად ჩაუტარებენ რეაბილიტაციას”, – განაცხადა მამა ნექტარიოს მჭედლიძემ “რეაქციაში”.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0MJXZtwTqGiJco5siMzqigSubMZQDme2GbfGD8yqJLjXDhfhWnKNuME2pbgtnnapgl%26id%3D100022932794949&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”250″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
უკრაინა




