Logo

უკრაინაში რუსეთის ომს ბოლნისში დაბადებული რუსლან ბაირამოვი ემსხვერპლა

უკრაინა
695
Frontnews image description

პუტინის ომს უკრაინაში საქართველოში დაბადებული 29 წლის რუსლან ბაირამოვი ემსხვერპლა.

 

“მთავარის” ინფორმაციით, ბაირამოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში დაიბადა და დედასთან ერთად ლუგანსკის ოლქში ცხოვრობდა.

 

არსებული ინფორმაციით, ის რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, მიკოლაევის ოლქში, 6 ოქტომბერს დაიღუპა. რუსლან ბაირამოვი უკრაინის 59-ე მოტორიზებულ ბრიგადაში კონტრაქტით მსახურობდა. 

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსლან ბაირამოვი ვინიცის ოლქში, ქალაქ გაისინის სასაფლაოზე სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს.

თაგები:

უკრაინა
Advertisement