Logo

უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა – ახალი მონაცემები

უკრაინა
936
Frontnews image description

უკრაინის გენპროკურორის ოფისის მონაცემებით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 1145 ბავშვი დაზარალდა, მათგან 389 დაიღუპა, 756-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

 

14 სექტემბერს ხერსონში მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ოჯახი 8 და 12 წლის ორი ქალიშვილით. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 5 სექტემბერს რუსული ჯარების მიერ ნოვაია გუსაროვკას (ხარკოვის ოლქი) დაბომბვის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა.

 

ამავდროულად, ხარკოვის ოლქის იზიუმის ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების დაფიქსირების დროს ცნობილი გახდა 9 მარტს 5 და 8 წლის ორი გოგონას გარდაცვალების შესახებ, რომლებიც რუსებმა ოჯახთან ერთად მოკლეს.

 

გარდა ამისა, 15 სექტემბერს მტერმა დაბომბა დონეცკის ოლქის სვიატოგორსკი. მტრის თავდასხმის შედეგად 17 წლის ბიჭი დაშავდა, 16 სექტემბერს კი ხარკოვში ოკუპანტებმა ორი ბავშვი დაჭრეს – 5 და 17 წლის.

 

ომის დაწყების შემდეგ ბავშვების უმეტესობა დაზარალდა:    დონეცკის ოლქში – 394; ხარკოვში – 218; კიევში – 116; ნიკოლაევში – 72; ჩერნიჰივში – 68; ლუგანსკში – 61; ხერსონში – 55; ზაპოროჟიეში – 46; დნეპროპეტროვსკში – 26.

 

“ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე,“ – აცხადებენ პროკურატურაში.

 

გენპოკურორის ოფისში ასევე აღნიშნეს, რომ რუსი ოკუპანტების დაბომბვების შედეგად 2500 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 289 მთლიანად განადგურდა.

Advertisement