უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ მედინსკი, რომელიც წარმოშობით ოდესის რეგიონის ქალაქ ბოლგრადიდან იყო და უკრაინის შეირაღებული ძალების რიგებში, ფრონტის ხაზზე იბრძოდა, დაიღუპა. ინფორმაციას ქალაქ ბოლგრადის ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ბოლგრადის ქალაქის საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მედინსკის ოჯახის ვაჟის, უკრაინის შეირაღებული ძალების ლეიტენანტის, მაქსიმ მედინსკის ტრაგიკული გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მედინსკი ფრონტზე პირველად 2014 წელს წავიდა და ქვეყნის დასაცავად 2022 წელსაც იბრძოდა.
თებერვლის შუა რიცხვებში მიცემულ ინტერვიუში მედინსკი აცხადებდა, რომ ის გაიზარდა სამხედრო ოჯახში ბოლგრადში. მისი მამა სამხედრო ჟურნალისტია. მსახურობდა დედაც, რომელიც პროფესიით მასწავლებელი.
“არასოდეს მეშინოდა ჩემი სიცოცხლის დაკარგვის, თუ ჩემს ქვეყანაში ომია, უნდა დავიცვა”, – აცხადებდა მედინსკი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს