Logo

უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 34 დაშავდა

უკრაინა
08.01.2024 / 14:38
Frontnews image description

8 იანვარს უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა, 4 კი დაიღუპა.

 

დილით უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. საჰაერო ძალებმა განაცხადეს Mig-31K-ის აფრენის შესახებ.

 

აფეთქებები მოხდა დნეპრში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში,  ხმელნიცკის ოლქში საჰაერო თავდაცვამ იმუშავა. კრივი-რიჰი მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. ხარკოვში რუსეთის ფედერაციამ დაბომბა სამრეწველო ობიექტები.

 

8 იანვრის ღამეს კი რუსეთის ჯარებმა უკრაინას კამიკაძე დრონებით შეუტიეს. რუსეთის ჯარებმა 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, ყველა სამიზნე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, მათ შორის 7 ოდესის რეგიონის ცაზე.

 

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები