Logo

უკრაინელებმა რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი პირველად გაანადგურეს

უკრაინა
835
Frontnews image description

რუსეთის ტერიტორიაზე Ту-22М3 ბომბდამშენის ჩამოგდება თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაციაა. თვითმფრინავს უკრაინიდან 300 კმ-ში დაესხნენ თავს, – ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, სევასტოპოლის მხარეში სამხედრო თვითმფრინავი Ту-22М3 ჩამოვარდა. ბომბდამშენის ჩამოვარდნა აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

 

რუსებმა კატასტროფის მიზეზად “ტექნიკური გაუმართაობა” დაასახელეს და განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ იყო საბრძოლო მასალა. გარდა ამისა, რუსები აცხადებენ, რომ ეკიპაჟის სამი წევრი ევაკუირებულია და 1 პილოტის ძებნა მიმდინარეობს.

 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტრის თვითმფრინავის განადგურება მოახერხეს. პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, გაანადგურეს შორ მანძილზე მყოფი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 – X-22 საკრუიზო გადამზიდავი. რაკეტების, რომლებსაც რუსი ტერორისტები იყენებენ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის.

 

თაგები:

უკრაინა
Advertisement