
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის ინიციატივას თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებების ბრიტანული ვეგანური ბრენდი – The BODY SHOP და საერთაშორისო ოპტიკური ქსელი – Afflelou Paris შეუერთდნენ.
კომპანიები თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციის შემოსავლის 2%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 2 მარტიდან შეძენილი პროდუქციის 2% დახმარების ფონდში გადაირიცხება.
თიბისიმ ფონდის ანგარიში ადგილობრივი გადარიცხვებისთვის შექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მარტივად ჩარიცხოს სასურველი თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
გუნდის სახელით, პირველი, 200 000 ლარის ოდენობის დონაცია, თიბისიმ განახორციელა. ამ ეტაპზე, ფონდში 700 000 ლარზე მეტი ირიცხება. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე.
ლარის ანგარიშის ნომერი:#GE68TB7318736080100007მიმღები: ააიპ თიბისელები
დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:#GE80TB7318736180100001მიმღები: NNLE TIBISELEBI
(R)
თაგები:
თიბისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს