
ავტორი
Front News საქართველო
შოუმენი მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში კონცერტს თბილისშიც გამართავს.
Biletebi.ge-ს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გალკინის კონცერტი სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს გაიმართება, ბილეთების გაყიდვა კი 25 ივლისიდან დაიწყება.
ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე, გალკინის კონცერტები უნდა გაიმართოს თურქეთში, ლატვიაში, ფინეთში, ესტონეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ჩეხეთში.
მაქსიმ გალკინი ცოლთან, მომღერალ ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად, ომის დაწყებიდან მალევე ისრაელში გაემგზავრა. ის რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ კრიტიკულად აფასებს.
თაგები:
მაქსიმ გალკინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს