უკრაინელი მებრძოლები რობოტინოს რაიონში კიდევ 1,5 კილომეტრით დაწინაურდნენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლის მიმართულებით. შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 1,5 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხეს, – ამის შესახებ თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.
“ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას რობოტინოს რაიონში. გათავისუფლდა კიდევ 1,5 კვადრატული კილომეტრი”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ამავდროულად, უკრაინელი სამხედროები აკავებენ მტრის შეტევებს დონეცკის რეგიონში, კერძოდ, მარინკის მიმართულებით.
“მარინკას რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის 15-მდე თავდასხმის მცდელობა. ოკუპანტები არ წყვეტენ მცდელობებს აიღონ ნანგრევები, რომელიც ადრე ქალაქი მარინკა იყო”, – აღნიშნა სპიკერმა.
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ზაპოროჟიეს რეგიონში, აქტიური ბრძოლა გრძელდება ორი მიმართულებით – მელიტოპოლსა და ბერდიანსკში.
ბოლო დასახლება, რომელიც გაათავისუფლეს, რობოტინო იყო.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს