უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკში შევიდნენ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარმა სამხრეთით რამდენიმე ათეული კილომეტრით წინ წაიწია. ამის შესახებ “სამხრეთის“ ოპერატიული მეთაურობის სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
“სამხრეთის ფრონტის ხაზზე ჩვენი ჯარები მიიწევენ წინ – სხვადასხვა მონაკვეთზე, ზოგან ორი, ზოგან კი რამდენიმე ათეული კილომეტრით. ძალიან მალე დავასახელებთ იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც სიხარულით ხვდებიან ჩვენს მებრძოლებს“, – განაცხადა გუმენიუკმა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარმა ქალაქები კუპიანსკი და იზიუმი გაათავისუფლა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკის გარეუბანში შევიდნენ. ამ ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელიც ადასტურებს.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლეს.
თაგები:
ლუგანსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


