უკრაინელი სამხედროები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე მსახურობდნენ, რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი სამხედროები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე მსახურობდნენ, ცოცხლები არიან და რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს.
“ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გავიგეთ, რომ ჩვენი ძმები ცოცხლები არიან და თავს კარგად გრძნობენ!. რუსული პროპაგანდა ცდილობს გაავრცელოს „სიახლე“, რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლებამ ისინი „დაივიწყა“ და „დამარხა“. ოკუპანტებს „დაავიწყდათ“ აღენიშნათ, რომ მათ მთლიანად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, კუნძულთან კომუნიკაცია შეწყდა. თანამშრომლებთან დაკავშირებისა და მათი ბედის გარკვევის განმეორებითი მცდელობები უშედეგო იყო, რუსეთის ფედერაციის ხომალდებისა და თვითმფრინავების გამუდმებული დაბომბვა არ იძლეოდა საზღვაო ქვეითებისთვის დახმარების მიწოდების საშუალებას. გვინდა დავამატოთ, რომ მტერმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი არსი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის ქმედებებსა და სიტყვებში არანაირი სიმართლე არაა. მოუთმენლად ველით ჩვენი ძმების დაბრუნებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციისგან უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.
24 თებერვალს რუსმა სამხედროებმა კუნძულზე კონტროლი დაამყარეს. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ რუსები უკრაინელებისგან ჩაბარებას ითხოვენ, თუმცა ამ უკანასკნელებმა გემს შეაგინეს: “რუსულო გემო, იდი ნა ხ**”.
თაგები:
უკრაინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა