უკრაინელმა სამხედროებმა 16 მილიონი დოლარის ღირებულების უახლესი რუსული ვერტმფრენი კა-52 გაანადგურეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული საბრძოლო ვერტმფრენი კა-52 (ალიგატორი). მისი ღირებულება 16 მილიონ დოლარზე მეტია.
თვითმფრინავი ზაკარპატიეს ბრიგადის ჯარისკაცმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გასროლით ჩამოაგდო. ვერტმფრენის ეკიპაჟი დაიღუპა.
“ალიგატორი” სამხედრო ნომენკლატურის მიხედვით რუსეთის ფედერაციის ავიაციის სამეთაურო მანქანად ითვლება.
“ეს არის რუსული სამხედრო ავიაციის უახლესი ერთეულია, რომელიც წარმოებულია 2008 წლიდან, შეიარაღებულია ქვემეხის სამაგრით ლაზერული მართვის სისტემით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით, საჰაერო ბომბებით და სხვა იარაღით“, – ნათქვამია ბრიგადის ინფორმაციაში.
