Logo

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინა
372
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი ზარეჩნოე გაათავისუფლეს. დასახლება მთლიანად უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშაა.

"425-ე ცალკეული სადესანტო პოლკის „სკალას“ ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ ზარეჩნოეზე სრული კონტროლი აიღეს. დიდება უკრაინას“, - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

უკრაინელმა სამხედროებმა ასევე აჩვენეს ვიდეო, სადაც ერთ-ერთ შენობაზე უკრაინის დროშაა აღმართული.

სოფელი ზარეჩნოე სლავიანსკის ჩრდილოეთით მდებარეობს.

24 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დონეცკის რეგიონში წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს და ოკუპანტებისგან ერთდროულად სამი დასახლება გაათავისუფლეს.

Advertisement