Logo

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინა
967
Frontnews image description

დონეცკის ოლქის კოსტიანტინივკასთან უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, საუბარია სავარაუდოდ, სუ-25-ზე, – ინფორმაციას კოსტიანტინივკასთან სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გორბუნოვი ავრცელებს.

“ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქში. დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, მსხვერპლი და დაშავებული არ არის”, – განაცხადა გორბუნოვმა.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები და ვიდეო უკვე გავრცელდა.

ამასთან, თავდაცვის ძალებში არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავი თავად რუსებმა ჩამოაგდეს.

 

Advertisement