უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში უროჟაინე გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინე, რომელიც მდებარეობს დონეცკის ოლქის სტარომაიორსკის მახლობლად, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შეტევითი ოპერაციები გრძელდება.
უკრაინელი დამცველები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.
27 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა მოახდინეს დონეცკის ოლქის სტარომაიორსკის დეოკუპაცია, თუმცა რუსი ოკუპანტები ცდილობდნენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.
ამის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას უროჟაინოეს მიმართულებით.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს