Logo

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 200 ოკუპანტი გაანადგურეს – რუსეთის ახალი დანაკარგები

უკრაინა
661
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                      

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 35 450 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.                                       

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.06-მდე:  ტანკები – 1 572 (+5), ჯავშანტექნიკა – 3 720 (+16), საარტილერიო სისტემები – 781 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 246 (+3).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 103 (+1), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 185 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 640 (+4), საკრუიზო რაკეტები – 142 (+3). 

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 14 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 598 (+9), სპეციალური ტექნიკა – 61 (+0).   როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

Advertisement