უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 300 ოკუპანტი და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს – განახლებული მონაცემები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 37 200 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 09.07-მდე: ტანკები – 1 638 (+1), ჯავშანტექნიკა – 3 815 (+4), საარტილერიო სისტემები – 832 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 247 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 108 (+1), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 187 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 674 (+5), საკრუიზო რაკეტები – 155 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 687 (+2), სპეციალური ტექნიკა – 66 (+0).
მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი გასული დღე-ღამის განმავლობაში კრამატორსკის მიმართულებით განიცადა.
თაგები:
დანაკარგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს