Logo

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს

უკრაინა
1217
Frontnews image description

უკრაინელმა სამხედროებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს, რომელიც სხვა მსგავს თვითმფრინავთან ერთად თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაბომბვას ცდილობდა, – ინფორმაციას ოპერატიული სტრატეგიული ჯგუფი “ხორტიცა” ავრცელებს.

 

”ჩვენი საზენიტო მსროლელთა სიზუსტისა და პროფესიონალიზმის წყალობით, დღეს რუსული ავიაცია შემცირდა კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კიდევ ერთი სუ-25 დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ ჩამოაგდეს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 361 თვითმფრინავი და  326 ვერტმფრენი დაკარგა. 

 

თაგები:

სუ-25
Advertisement