Logo

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 ჩამოაგდეს

უკრაინა
27.02.2024 / 14:40
Frontnews image description

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი სოციალურ ქსელში წერს.

 

“მინუს კიდევ ერთი სუ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით! გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტების აცილება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება!” – წერს ის.

 

ოლეშუკმა ოკუპანტებს ურჩია, ყოველი შემთხვევისთვის, ყველა გაფრენის წინ ახლობლები მოინახულონ.

 

”ვინ იცის, გაგიმართლებთ თუ არა ამჯერად”, – აღნიშნა მან.

 

ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე 9 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.

 

23 თებერვალს, თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 თვითმფრინავი. ეს არის მეორე A-50, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყების შემდეგ გაანადგურეს.

 

21 თებერვალს უკრაინელებმა სუ-34 ჩამოაგდეს, ორი რუსული თვითმფრინავი 19 თებერვალს გაანადგურეს, ერთი კი – 18 თებერვალს.

 

17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანადგურეს სამი რუსული თვითმფრინავი – ორი სუ-34 გამანადგურებელი და ერთი სუ-35. ისინი ასევე ჩამოაგდეს აღმოსავლეთ ფრონტზე.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები