უკრაინელმა სამხედროებმა ნახევარ საათში სამი რუსული კა-52 ჩამოაგდეს

ავტორი
Front News საქართველო
24 იანვარს, უკრაინელმა სამხედროებმა სამი რუსული კა-52 ვერტმფრენი გაანადგურეს, ამისთვის სამხედროებს მხოლოდ 30 წუთი დასჭირდათ, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
“2023 წლის 24 იანვარს, 00.00 საათიდან 00.30 საათამდე, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა გაანადგურეს სამი რუსული თავდასხმის ვერტმფრენი აღმოსავლეთის მიმართულებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსები აგრძელებენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით, მიუხედავად მრავალი დანაკარგისა. კუპიანსკის მიმართულებით მათ ჩაატარეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები, დამპყრობლების ყველა შეტევა მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


