უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ვერტმფრენი Ka-52 ეკიპაჟთან ერთად გაანადგურეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ავდიივკასთან რუსული კა-52 ვერტმფრენი ეკიპაჟთან ერთად გაანადგურა.
გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, Alligator 7 თებერვალს ჩამოაგდეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 325 ვერტმფრენი გაანადგურა.
რუსული ჯარები ავდიივკას მიმართულებით რამდენიმე მხრიდან მიიწევენ. იქ ამ დროისთვისაც მძიმე ვითარებაა. გენშტაბის ინფორმაციით, რუსები ქალაქებში შეღწევას ცდილობენ, უკრაინელი დამცველები მტკიცედ იგერიებენ თავდასხმებს.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს