უკრაინელმა სამხედროებმა ტორეცკის მიმართულებით რუსული სუ-25 ჩამოაგდეს, დაზიანდა მტრის ვერტმფრენიც


ავტორი
Front News საქართველო
28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა რუსული სუ-25 გაანადგურეს. ამასთან, სავარაუდოდ, დაზიანდა მტრის ვერტმფრენიც.
სამხედროების ინფორმაციით, სუ-25-ის ჩამოგდების შემდეგ მი-8-მ პილოტის ევაკუირება სცადა, თუმცა უპილოტო სისტემების ბატალიონმა ამის საშუალება არ მისცა. შედეგად, ვერტმფრენმა უკან დაიხია და მნიშვნელოვან შეკეთებას საჭიროებს.
უფრო მეტიც, სამხედრო მონაცემებით, მტრის სუ-25-ის პილოტი მიტოვებული დარჩა.
“როგორც ჩანს, არა რუსი, რადგან როგორც ცნობილია: “რუსები თავისიანებს არ ტოვებენ”. ვინც მიატოვეს, მათი არ იყო”, – აღნიშნავენ ბრიგადაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე გაანადგურეს რუსული არმიის 369 თვითმფრინავი, ასევე ჩამოაგდეს მტრის 331 ვერტმფრენი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს