უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო

ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინის სამხედრო წინსვლა გრძელდება, მათ ცოტა ხნის წინ სოფელი ნოვოდაროვკა გაათავისუფლეს.
ზაპოროჟიეს ტერიტორიული თავდაცვის ცალკეული ბრიგადის ინფორმაციით, ნოვოდაროვკა ოკუპანტებისგან თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში 4 ივნისს გაათავისუფლეს, თუმცა რუსებმა სოფლის დაბრუნება სცადეს.
“მტრის არაერთი მცდელობა დასახლებული პუნქტის კონტროლის ქვეშ დაბრუნების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, წარუმატებელი აღმოჩნდა“, – აცხადებენ უკრაინის დამცველები.
ნოვოდაროვკა დონეცკის ოლქის სოფელ ნოვოპოლედან 2 კილომეტრში მდებარეობს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში სამი დასახლება გაათავისუფლეს. საუბარია ბლაგოდატნოეზე, მაკაროვკაზე და ნესკუჩნიზე.
დღეს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები უფრო წინ წავიდნენ და დონეცკის ოლქში სტოროჟევო გაათავისუფლეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს