Logo

უკრაინიდან ქართველი მოხალისის ვანო ნადირაძის დეპორტაცია განხორციელდება

საზოგადოება
989
Frontnews image description

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ბატალიონ “დონბასის” მებრძოლის, ქართველი მებრძოლის ვანო ნადირაძის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ამის შესახებ პოლკოვნიკმა Front News-ს განუცხადა.

 

მისივე თქმით, გადაწყვეტილება უკვე ჩაბარდა.

 

როგორც ნადირაძემ განაცხადა, მისი თანამებრძოლები საიმიგრაციო სამსახურთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

 

ქართველი მოხალისე კიევში 1 ივნისს დააკავეს. მისი თქმით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის უშიშროების სამსახური უთვალთვალებდა.

Advertisement