Logo

უკრაინის დაზვერვა – ბელგოროდიდან რუსეთის ბირთვული მარაგების ნაწილის გატანა მიმდინარეობს

უკრაინა
411
Frontnews image description

ბელგოროდიდან რუსეთის ფედერაციის ბირთვული მარაგების ნაწილის ევაკუაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

 

“ბელგოროდ-22″-ის ბირთვული იარაღის შესანახი ობიექტიდან ევაკუაცია სასწრაფო რეჟიმში მიმდინარეობს. ეს ადგილი გრაივორონის რაიონიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს”, – განაცხადა იუსოვმა.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა” და “რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა”, რომელიც შედგება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, წამოიწყეს ოპერაცია ბელგოროდის რეგიონის ამ ტერიტორიების ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად და მტრის უკან დახევის მიზნით. 

 

თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება ამაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა მოგვიანებით, რუსული ტელეგრამის არხებზე ბელგოროდის მახლობლად განვითარებული მოვლენების ახალი ვერსიები გაჩნდა, მაგალითად, ნახსენებია, “უკრაინელი დივერსანტები“, რომლებიც ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე უკან დახევას.

თაგები:

ბელგოროდი
Advertisement