უკრაინის დაზვერვა – ოკუპირებულ ტერიტორიებზე 400 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუს ოკუპანტებს აქვთ საკმარისი ძალები ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ცალკეული ოპერაციების ჩასატარებლად.
მისივე თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად 400 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
“რა თქმა უნდა, ეს არის პერსონალის საკმაოდ დიდი რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს არმიასთან, რომელსაც მრავალი თვალსაზრისით ვეღარ ვუწოდებთ თანამედროვე არმიას, არის დიდი რაოდენობით იარაღი, კერძოდ, ჯავშანტექნიკა და თვითმფრინავი. ეს ყველაფერი არის გამოყენებული და მიწოდებული ფრონტზე, ამიტომ მტერი, რა თქმა უნდა, რჩება სახიფათო“, – განაცხადა იუსოვმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, რუსეთი აგრძელებს სამობილიზაციო ღონისძიებებს. “ისინი არ გაჩერებულან მთელი ზაფხულის განმავლობაში”, – აღნიშნა იუსოვმა.
“საუბარი არ არის იმ სცენარის გამეორებაზე, რაც 2022 წლის თებერვალში იყო, მაგრამ ზოგიერთ რაიონში მტერი გააგრძელებს ცალკეული შეტევითი ოპერაციების განხორციელების მცდელობას”, – განაცხადა იუსოვმა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს