უკრაინის დაზვერვა - ფრონტზე მყოფი რუსები საკვების დეფიციტის გამო კანიბალიზმისთვის მზად არიან

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატი საუბრის ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც რუსი ჯარისკაცი ზაპოროჟიეს მიმართულებაზე საკვების დეფიციტის გამო კანიბალიზმის მზადყოფნას გამოთქვამს.
"ახალი საშინელებათა ფილმი ზაპოროჟიეში რუსი ჯარისკაცების პოზიციებიდან. საკვების დეფიციტის გამო, ოკუპანტები დანებს ლესავენ და ემზადებიან თავიანთი "ახალგაზრდა" მხლებელების შესაჭმელად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, თუ როგორ გამოხატავს ოკუპანტი მზადყოფნას, მოკლას თანამებრძოლი და ამბობს, რომ ახალგაზრდას ეძებენ.
"დანები გავლესე, არ მაინტერესებს ვის დავჭრი, ჭამა მინდა“, - აცხადებს რუსი.
აღსანიშნავია, რომ კანიბალიზმი რუს ჯარისკაცებში გავრცელებული პრაქტიკა ხდება. მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების 68-ე მოტომსროლელი დივიზიის ჯარისკაცმა ორი კვირის განმავლობაში თავისი თანამებრძოლი შეჭამა.
ადრე უკრაინის დაზვერვამ ასევე გამოაქვეყნა რუს ჯარისკაცებს შორის საუბარი, რომელიც ადასტურებდა რუსეთის არმიაში კანიბალიზმის შემთხვევას. ჩაწერილ საუბარში რუსეთის მოქალაქემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი, რომელიც სავარაუდოდ, დაკარგულად ითვლებოდა, „თანამებრძოლმა“ შეჭამა.
მთავარი სადაზვერვო სამმართველო (GUR) შეახსენებს რუს ჯარისკაცებს: უკრაინაში მყოფ რუს სამხედრო ტყვეებს დღეში სამჯერ კვებავენ. ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის შეუძლიათ შეტყობინება გაუგზავნონ პროექტს "მე მინდა სიცოცხლე“.
გენერალური შტაბის 21 დეკემბრის მონაცემებით, რუსებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრძოლის ველზე კიდევ 1130 ჯარისკაცი დაკარგეს.
თაგები:
უკრაინის დაზვერვა




