უკრაინის დაზვერვა – რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებს


ავტორი
Front News საქართველო
რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ, ოკუპანტები აპირებენ სადგურის ობიექტებზე დარტყმის იმიტაციას და ამაში უკრაინას დაადანაშაულებენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
“უახლესი ინფორმაციით, ოკუპანტები აგრძელებენ ბირთვული შანტაჟისა და ბირთვული ტერორიზმის ელემენტებს. უახლოეს მომავალში ისინი ამზადებენ პროვოკაციას, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის იმიტაციას ბირთვული მასალების გაჟონვის ელემენტებით. ამისათვის ოკუპანტებმა უკვე განათავსეს შესაბამისი იარაღი სადგურის ტერიტორიაზე“, – განაცხადა იუსოვმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ოკუპანტებს სურთ გამოიყენონ ე.წ. “როსატომის” ექსპერტები ვითომდა დარტყმების “გამოსასწორებლად”, პარალელურად, მოწვეული იქნებიან საერთაშორისო სტრუქტურებისა და ორგანიზაციების, კერძოდ, IAEA-ს წარმომადგენლები.
“ამ პროვოკაციის მიზანია უკრაინის დადანაშაულება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სავარაუდო დაბომბვაში. მაგრამ რუსების მთავარი მიზანია შეაფერხოს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ქმედებები ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში. ყოველივე ამის შემდეგ, ოკუპანტებმა შეიძლება მოითხოვონ მორატორიუმი სამხედრო ოპერაციებზე“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა უახლოეს მომავალში შესაძლოა, მოაწყონ მსგავსი პროვოკაციები ბირთვული მასალების ელემენტების, ასევე ქიმიური იარაღის გამოყენებით, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტის მთელ ხაზზე.
თაგები:
ზაპოროჟიე

უკრაინის დაზვერვა – ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მძიმე იარაღის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებენ

უკრაინის გენშტაბი – რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით სავარაუდოდ, პროვოკაციას ამზადებენ

ზელენსკი – რუსეთი განიხილავს ტერორისტულ თავდასხმას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გავრცელებით