უკრაინის დაზვერვა – რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
“რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ეს არის შემაკავებელი იარაღი, თუ წარმოვიდგენთ, რომ პუტინი გადაწყვეტს გამოიყენოს ბირთვული იარაღი, მაშინ ეს არის ბოლო კოზირი, რომელსაც ის იყენებს. შეწყვეტს თუ არა უკრაინა ბრძოლას? არა. მოექცევა თუ არა მსოფლიო უკეთესად პუტინის რეჟიმს და სხვა რაშისტებს? რა თქმა უნდა, არა. ეს იქნება მისი ფინალი. ეს არის საეჭვო სცენარი და სცენარი, რომელიც განხორციელების შემთხვევაში მხოლოდ თავად რუსეთის დასასრულს მოოახლოვებს“, – განაცხადა იუსოვმა.
პუტინის ბირთვული შანტაჟი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების არაერთი სამხედრო მარცხის შემდეგ გაძლიერდა.
ექსპერტების ნაწილი მიიჩევს, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ის მხოლოდ ტაქტიკურ დონეზე იქნება გამოყენებული.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს