უკრაინის დაზვერვა რუსული გემის “სერგეი კოტოვის” განადგურებას ოფიციალურად ადასტურებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსული გემის “სერგეი კოტოვის” განადგურება ოფიციალურად დაადასტურა.
“2024 წლის 4-5 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმი “Group 13” თავს დაესხა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ “სერგეი კოტოვს“. მისია შესრულდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით და უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დაზვერვის ინფორმაციით, “Magura V5” საზღვაო დრონების დარტყმის შედეგად, გემს უკანა, მარჯვენა და მარცხენა მხარეები დაუზიანდა.
“გემის განადგურება მოხდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქერჩის სრუტესთან ახლოს. ჩაძირული გემის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია”, – აცხადებენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს