Logo

უკრაინის დაზვერვამ ასტრახანის ოლქში უახლესი რუსული სუ-57 გაანადგურა

უკრაინა
09.06.2024 / 11:28
Frontnews image description

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უახლესი რუსული თვითმფრინავი სუ-57 გაანადგურა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა, – ინფორმაციას  უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

 

“8 ივნისს რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქის ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც საბრძოლო ხაზიდან 589 კილომეტრშია, აგრესორი სახელმწიფოს მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-57 განადგურდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

დაზვერვის მონაცემებით, ამას მოწმობს მტრის აეროდრომზე გაჩერებული თვითმფრინავის სატელიტური ფოტოები.

 

როგორც სადაზვერვო მთავარი სამმართველო აღნიშნავს, სუ-57 რუსეთის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია და რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს ექსპლუატაციაში ასეთი მხოლოდ რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს.

 

“ეს არის სუ-57-ის განადგურების პირველი შემთხვევა”, – აცხადებენ დაზვერვაში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები