Logo

უკრაინის გენშტაბი – 10-დან 16 ივლისამდე განადგურებულია 3 600-ზე მეტი ოკუპანტი და ასობით სამხედრო ტექნიკა

უკრაინა
1373
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასულ კვირას 3640 რუსი ოკუპანტის განადგურება შეძლეს. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა უკრაინელი სამხედროების შემდგომი გარღვევისთვის პირობების შექმნა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ პავლიუკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, 10 ივლისიდან 16 ივლისის პერიოდში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე გაანადგურეს მოწინააღმდეგის 1 ვერტმფრენი, 2 რაკეტა და 135 უპილოტო საფრენი აპარატი.

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 29 ტანკი და 62 ჯავშანტექნიკა.

 

დანაკარგებს შორის არის 115 საარტილერიო სისტემა; 13 MLRS;12 საჰაერო თავდაცვის დანადგარი; 115 მანქანა; 38 ერთეული სპეცტექნიკა.

 

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებით და გარკვეულ წარმატებებს აღწევენ.

Advertisement