Logo

უკრაინის გენშტაბი – 2022 წლიდან რუსეთის დანაკარგებმა თითქმის 755 000 ჯარისკაცი შეადგინა

უკრაინა
808
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 754 590 (+1220) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 09.12.24-მდე: ტანკები – 9519 (+0), ჯავშანტექნიკა – 19 589 (+18), საარტილერიო სისტემები – 21 061 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1253 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1023 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20 093 (+22), ფრთოსანი რაკეტები – 2859 (+2).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 30 989 (+24), სპეციალური ტექნიკა – 3636 (+1).

Advertisement