Logo

უკრაინის გენშტაბი – 2022 წლიდან რუსეთმა 765 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 1600 ბოლო ერთ დღეში

უკრაინა
17.12.2024 / 10:04
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 765 110 (+1600) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.12.24-მდე: ტანკები – 9567 (+4), ჯავშანტექნიკა – 19 751 (+15), საარტილერიო სისტემები – 21159 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1256 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1025 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20406 (+34), ფრთოსანი რაკეტები – 2943 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 31550 (+70), სპეციალური ტექნიკა – 3650 (+0).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები