უკრაინის გენშტაბი ბელგოროდის მახლობლად ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების განადგურებას, რომლებიც აწვდიან რაკეტებს ხარკოვისა და ხარკოვის რეგიონის დაბომბვის მიზნით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც გენერალურ შტაბში განაცხადეს, უკრაინის შეიარაღებული ძალები სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად საჰაერო სივრცეს გააკონტროლებენ.
“სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს, არამედ დეტალურად აკვირდებიან რაკეტების გაშვების პუნქტებს და მათი მიწოდების ლოგისტიკას, განსაკუთრებით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვის დაფიქსირებული ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რაოდენობის ზრდასთან, რომლებიც ბოლო დროს ბელგოროდის აეროდრომისკენ მიემართებიან.
დღეს ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავს S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტები გადაჰქონდა.
რუსები უკრაინას თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავში თითქოს, 65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ასევე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ჩამოგდებულ ილ-76-ზე.
თაგები:
ბელგოროდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს