უკრაინის გენშტაბი - ერთ დღეში რუსებმა 1430 ჯარისკაცი და 170-ზე მეტი ტექნიკა დაკარგეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 959 500 (+1430) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.05.24: ტანკები – 10 766 (+3), ჯავშანტექნიკა – 22 416 (+5), საარტილერიო სისტემები – 27 431 (+61), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1378 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1155 (+0), თვითმფრინავები – 372 (+0), ვერტმფრენები – 335 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 35 142 (+145), ფრთოსანი რაკეტები – 3196 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 47 353 (+103), სპეციალური ტექნიკა – 3 873 (+3).
თაგები:
უკრაინა