უკრაინის გენშტაბი – ოკუპანტები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, ძარცვავენ, იტაცებენ და მძევლად ჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები


ავტორი
Front News საქართველო
რუსი აგრესორები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს, ცდილობენ, სრულად გაანადგურონ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები და ასევე კონცენტრირდებიან საწვავის შესანახ ობიექტებზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მისივე ცნობით, რუსი ოკუპანტების მოქმედებების მიზანია ლოგისტიკური მხარდაჭერის გართულება და ჰუმანიტარული კრიზისისთვის პირობების შექმნა.
გენშტაბის ცნობებით, ამავდროულად, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, კიევის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების ოკუპირებულ დასახლებებში რუსი ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებენ.
“ისინი ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს. ძარცვავენ, იტაცებენ და მძევლად ჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს