უკრაინის გენშტაბი – ოკუპანტებმა ხარკოვის მახლობლად სოფელი ფოსფორის საბრძოლო მასალით დაბომბეს
უკრაინა
05.06.2022 / 10:29


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვთან ახლოს სოფელი ჩერკასი ტიშკი დაბომბეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 5 ივნისის ანგარიშშია აღნიშნული.
“რუსმა დამპყრობლებმა გამოიყენეს ფოსფორის საბრძოლო მასალა ჩერკასი ტიშკის დასახლების მიდამოში“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.
მისივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახლებების და პოზიციების დაბომბვას ხარკოვის რეგიონში, მაგრამ ვერ აღწევენ პროგრესს.
“ხარკოვის მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას პოზიციების შესანარჩუნებლად და ჩვენი ჯარების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე სახელმწიფო საზღვრამდე“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.
თაგები:
უკრაინა