Logo

უკრაინის გენშტაბი – ოკუპანტებმა სევეროდონეცკში სამხედრო დაჯგუფებები გააძლიერეს, ქალაქში ბრძოლები გრძელდება

უკრაინა
698
Frontnews image description

რუსი სამხედროების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებზე. არტილერიის მხარდაჭერით მტერი შტურმით უტევს სევეროდონეცკს. მე-2 არმიის კორპუსის სამობილიზაციო რეზერვის გამო დამპყრობლებმა გააძლიერეს დაჯგუფება. ქალაქში ბრძოლები გრძელდება, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

მისივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ჯარებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს უსტინოვკას მიმართულებით.

 

როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, ბახმუტის მიმართულებით, არტილერიის მხარდაჭერით, მტერმა წამოიწყო შეტევა, თუმცა უკრაინული ქვედანაყოფების საპასუხო ცეცხლის შედეგად უკან დაიხია.

Advertisement