უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 045 220 ჯარისკაცი დაკარგა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 045 220 (+970) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.07.25-მდე: ტანკები – 11 041 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 037 (+2), საარტილერიო სისტემები – 30 722 (+42), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1446 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1199 (+1), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 47 552 (+115), ფრთოსანი რაკეტები – 3515 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 56 041 (+88), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).
გენერალური შტაბის ცნობით, 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 131 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებდნენ ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის მთელ ხაზზე.
ISW-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, რუსული ჯარები წინ წავიდნენ სუმის ოლქის ჩრდილოეთით, პოკროვსკის მიმართულებით და ლიმანის მიმართულებით.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს