უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 049 250 ჯარისკაცი დაკარგა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 049 250 (+920) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 27.07.25-მდე: ტანკები – 11 057 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 063 (+4), საარტილერიო სისტემები – 30 822 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1449 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1201 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 48 158 (+199), ფრთოსანი რაკეტები – 3546 (+11).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 56 493 (+122), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).
24 საათის განმავლობაში ყველაზე ინტენსიური ბრძოლები გაიმართა პოკროვსკის მიმართულებით. სულ დაფიქსირდა 122 საბრძოლო შეტაკება.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს