Logo

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 1 123 950 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინა
240
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 123 950 (+1140) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.10.25-მდე: ტანკები – 11 251 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 345 (+0), საარტილერიო სისტემები – 33 599 (+21), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 520 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 225 (+0), თვითმფრინავები – 427 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 69 242 (+232), ფრთოსანი რაკეტები – 3859 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 64 043 (+109), სპეციალური ტექნიკა – 3 971 (+1).

Advertisement